GPRO Georgia

Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.
GPRO Georgia

Formula 1 online manager


    გზამკვლევი დამწყებთათვის

    mrfantom
    mrfantom
    Admin


    Posts : 211
    Join date : 01.09.11
    Age : 35
    Location : Tbilisi

    გზამკვლევი დამწყებთათვის Empty გზამკვლევი დამწყებთათვის

    Post by mrfantom Sun Oct 30, 2011 2:28 am

    ---------------------------გზამკვლევი დამწყებთათვის

    -----------------------------------------გზამკვლევი დამწყებთათვის Tna1t
    ----Grand Prix Racing Online არის ფორმულა 1-ის უფასო ონლაინ მენეჯერი, სადაც თქვენ მართავთ საკუთარ გუნდს. თამაშს იწყებთ უბრალო ბოლიდით, რომლის განვითარებითაც შეგიძლიათ გახდეთ საუკეთესო მენეჯერი და მოიგოთ ელიტის ჯგუფის თასი.
    ----როგორც რეალურ ფორმულა 1-ში და სხვა ავტორბოლებში, აქაც დაგჭირდებათ დაფიქრება და ცოტაოდენი წვალება, რათა გახდეთ წარმატებული მენეჯერი. თქვენ მოგიწევთ გათვალოთ ბევრი დეტალი, მაგალითად პილოტის და ტექნიკური დირექტორის აყვანა, ბოლიდის პარამეტრების დაყენება, კვალიფიკაციის გავლა და სარბოლო სტრატეგიის შედგენა, პერსონალის მართვა და სპონსორების მოზიდვა.
    ----სეზონი შედგება 17 რბოლისგან, კვირაში ტარდება ორი რბოლა. რაც უფრო ყურადღებით მიუდგებით თამაშს, რათქმაუნდა შედეგსაც მეტს მიიღებთ.



    სურათები

    გზამკვლევი დამწყებთათვის 6lhrz_thumbგზამკვლევი დამწყებთათვის A8txt_thumbგზამკვლევი დამწყებთათვის M3o7i_thumbგზამკვლევი დამწყებთათვის 2nkgt_thumbგზამკვლევი დამწყებთათვის Hjbyj_thumb


    ₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪₪


    ----თამაშში ჩართვა შეგიძლიათ შუა სეზონის დროსაც, არ არის აუცილებელი სეზონი დამთავრებული იყოს და ახალი იწყებოდეს. დარეგისტრირების შემდეგ მოგიწევთ ცოტა ხანი ლოდინი (ძირითადად მაქსიმუმი არის 1-2 საათი) სანამ რომელიმე ჯგუფში დაგამტკიცებენ.
    ----მაშ ასე, თქვენ დარეგისტრირდით და თქვენი ანგარიშიც დამტკიცდა, ახლა თქვენ გაინტერესებთ რა გააკეთოთ შემდეგი.
    გირჩევთ წაიკითხოთ მთელი სახელმძღვანელო, სანამ დაიწყებთ ფულის ხარჯვას და გაივლით კვალიფიკაციას. დამწყებისთვის მთავარია გააფორმოს კონტრაქტი კარგ პილოტთან და ეკონომია გაუკეთოს ფულს. კარგი პილოტის შერჩევის სესახებ ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, ახლა კი ფინანსებს მივხედოთ.



    ფინანსები

    ----დამწყების პირველი სურვილი ძირითადად არის შევიდეს ''ბოლიდის კონფიგურაციაში'' და მთელი ფული დახარჯოს ბოლიდის და კონსტრუქციების განვითარებაში. ეს კატეგორიულად არ შეიძლება! თუ თქვენ დახარჯავთ ძალიან ბევრ ფულს და აღმოჩნდებით ვალებში, მაშინ თქვენ ვერ შეძლებთ კარგ პილოტთან კონტრაქტის გაფორმებას და ვერც რომელიმე გაცვეთილი ნაწილის შეცვლას (თქვენ ამ დროს შეგიძლიათ დაბალი დონის ნაწილით შეცვალოთ).
    ----არ დახარჯოთ ფული გარდა განსაკუთრებული აუცილებლობისა და დააგროვეთ მეტი. სეზონის ბოლოს თუ თქვენი ბალანსი იქნება მინუსებში, რამდენი ქულითაც არ უნდა იყოთ პირველ ადგილზე, თქვენ ვერ გადახვალთ ზედა ეტაპზე.
    ----შეცვალეთ ან უფრო მაღალ დონეზე აიყვანეთ ბოლიდის ნაწილი მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ის კიდევ ერთ რბოლაზე არ გაძლებს. ამით თქვენ დააგროვებთ მეტ ფულს და უაზროდ არ გაფლანგავთ. თუ თქვენ იბრძვით იმისთვის, რომ გადახვიდეთ ზედა ეტაპზე, მაშინ თქვენ ფული ძალიან დაგჭირდებათ რათა რეალური კონკურენცია გაუწიოთ ძლიერ მოწინააღმდეგეებს შემდეგ სეზონზე.
    ----პირველ ეტაპზე (Rookie-ში) თქვენ არ უნდა დახარჯოთ ფული კონსტრუქციებში, პერსონალის ვარჯიშში და ტესტებში, ერთადერთი შეგიძლიათ განავითაროთ პიტსტოპების დამუშავების ცენტრი და კომერციული ცანტრი. ეს თქვენთვის ახლა ზედმეტი ფუფუნება იქნება, რაც ამ ეტაპზე არაფერში გჭირდებათ. ტესტების დროს თქვენი ბოლიდის ნაწილები ცვდება, ხოლო მათი შეცვლა თანხებთან არის დაკავშირებული.
    ----ყოველი სეზონის ბოლოს Rookie ჯგუფში ხდება ფულის განულება. ყველა მენეჯერი, რომელიც ზედა ეტაპზე ვერ გადავიდა კარგავს ბოლიდის განვითარების ყველა დონეს და ასევე კონსტრუქციების განვითარების დონეს, ყველაფერი უბრუნდება სეზონის საწყის მდგომარეობას. შემდეგ სეზონს თქვენ ისევე იწყებთ 30 მილიონი დოლარით, მიუხედავად იმისა იყავით ვალებში თუ გქონდათ 30 მილიონზე მეტი. იმ მენეჯერებს, რომლებსაც ყველა 17 რბოლაში მიიღეს მონაწილეობა, დამატებით გადაეცემათ 5 მილიონი, ანუ სეზონს დაიწყებენ 35 მილიონით. თუ სეზონის ბოლოს თქვენ ვერ გადადიხართ ზედა ეტაპზე და რჩებით Rookie-ში, მაშინ თქვენთვის უმჯობესი იქნება სეზონის ბოლოს აიყვანოთ კარგი პილოტი, მიუხედავად იმისა თუ რამდენს გადაუხდით პილოტს ანაზღაურებას და პრემიას კონტრაქტისთვის, რადგან თქვენ ფული ამ სეზონიდან ჩამოგეჭრებათ და ვალებშიც რომ აღმოჩნდეთ, შემდეგ სეზონზე ფინანსები მაინც საწყის მდგომარეობას დაუბრუნდება და კვლავ 30 (ან 35) მილიონით დაიწყებთ ახალ სეზონს.


    პილოტი

    ----Rookie-ში პილოტი ასრულებს მნიშვნელოვან როლს. აქ ძირითადად პილოტი განსაზღვრავს დაიკავებთ თქვენ პირველ თუ ბოლო ადგილს. კარგი პილოტის შემთხვევაში შესაძლებელია ისე გადახვიდეთ ზედა ეტაპზე, რომ ბოლიდი მაღალ დონეზე არც კი განავითაროთ. მიუხედავად ამისა, კარგი პილოტის ყოლის შემთხვევაშიც თქვენ არ უნდა მიატოვოთ ბოლიდის მოდერნიზაცია, ოღონდ ფინანსების დაზოგვაც არ დაგავიწყდეთ და მხოლოდ ძალიან გაცვეთილ ნაწილს გაუკეთეთ მოდერნიზაცია. თუ თქვენ ბოლიდის მოდერნიზაციას არ გააკეთებთ და გეყოლებათ პირველი დონის ბოლიდი, მაშინ თქვენ საკმარისი სიჩქარე არ გექნებათ, რომ ძლიერი კონკურენცია გაუწიოთ სხვა მენეჯერებს.
    ----სანამ თქვენ Rookie-ში ხართ, თქვენ ვერ შეძლებთ ისეთ პილოტს გაუფორმოთ კონტრაქტი, რომელსაც ყველა მონაცემი მაქსიმალური აქვს. თუმცა თქვენ შეგიძლიათ აიყვანოთ პილოტი, რომელსაც ერთი-ორი მონაცემი ექნება მაღალი, რაც საშუალებას მოგცემთ მოწინავე პოზიციები დაიკავოთ სეზონში. ახლა შემდეგი საკითხი, რამდენი გადავუხადოთ კარგ პილოტს? პასუხი არის რაც შეიძლება ნაკლები. შეიძლება დიდი დრო და ფული დაგჭირდეთ იმისთვის, რომ კარგი პილოტი იშოვოთ, თუმცა არ არის რეკომენდირებული პილოტს ერთ რბოლაში 3 მილიონი და უფრო მეტი გადაუხადოთ.
    ----როგორც უკვე ითქვა, სეზონის ბოლოს ყველა მონაცემი საწყის მდგომარეობას უბრუნდება. თქვენ კარგავთ პილოტსაც თუ მისი საერთო დონე 85-ზე მაღალი იქნება. ამის გამო ხდება ისე, რომ ბევრი მენეჯერი სეზონს კარგი პილოტის გარეშე იწყებს და არის დიდი რაოდენობის შეთავაზებები პილოტებზე. შეიძლება 40 მენეჯერს ერთ პილოტზე ქონდეს შეთავაზება გაკეთებული. ჯობია ასეთ ვაჭრობაში ჩაბმას მოვერიდოთ.
    უმჯობესია პილოტს კონტრაქტი გაუფორმოთ სეზონის ბოლოს, ეს თქვენ საშუალებას მოგცემთ შემდეგ სეზონში კარგი სტარტი გქონდეთ. სეზონის ბოლოს პილოტთან კონტრაქტის გაფორმებას ის უპირატესობაც აქვს, რომ სეზონის ბოლოს პილოტებზე შეთავაზებები ნაკლებია და თან თქვენ შეგიძლიათ კონტრაქტის გაფორმების თანხა 3-ჯერ მეტი მისცეთ ვიდრე ხელფასი, ამით თქვენ წაახალისებთ პილოტს და ადვილად გააფორმებთ კონტრაქტს. ამ დროს დახარჯულ ფულს უკვე მნიშვნელობა აღარ ექნება, რადგან ახალ სეზონზე ყველაფერი საწყის მდგომარეობას უბრუნდება, ხოლო პილოტისთვის თანხა წინა სეზონის ბიუჯეტიდან გექნებათ გადახდილი.


    მონაცემთა შეგროვება

    ----იმისათვის, რომ უფრო წინ წაიწიოთ GPRO-ში, საჭიროა რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის შეგროვება. ყოველი რბოლის შემდეგ თქვენ მოგეწოდებათ ინფორმაცია ჩატარებული რბოლის შესახებ, ეს ინფორმაცია თქვენ მომავალში გამოგადგებათ. როდესაც თქვენ შეხვალთ ''რბოლის ანალიზში'', იქ თქვენ ნახავთ ინფორმაციას საწვავის წვის და საბურავების ცვეთის შესახებ. ასევე გაითვალისწინეთ რომელი დეტალი როგორ გაცვდა. მნიშვნელოვანია ტემპერატურაც რბოლის დროს, ტემპერატურა მოქმედებს საბურავების ცვეთაზე. დეტალების ცვეთის შესახებ ინფორმაცია გაძლევთ იმის საშუალებას, რომ მიხვდეთ როდის უნდა შეცვალოთ დეტალი. ინფორმაცია საწვავის ხარჯვის შესახებ და საბურავების ცვეთის სესახებ, გაძლევთ იმის საშუალებას, რომ კარგად დაგეგმოთ სარბოლო ტაქტიკა.


    ბოლიდის აწყობა და კვალიფიკაცია

    ----სანამ კვალიფიკაციას გაივლიდეთ ჯერ განვიხილოთ ბოლიდის აწყობა/დამუშავება. ბოლიდისათვის ოპტიმალური მონაცემების შესარჩევად თქვენ გაქვთ პრაქტიკის 8 წრე. არის 6 დეტალი, რომლის მონაცემებიც უნდა დააყენოთ: წინა ანტიფრთა (Front wing/Переднее антикрыло), უკანა ანტიფრთა (Rear wing/Заднее антикрыло), ძრავი (Engine/Двигатель), მუხრუჭები (Brakes/Тормоза), ტრანსმისია (Gear/Трансмиссия), დაკიდების სისტემა (Suspension/Подвеска). თითოეულის მონაცემის მითითება ხდება 1-დან 999-მდე. პრაქტიკის/კვალიფიკაციის გვერდზე არის პატარა ნიშნები-რჩევები, რომლებიც გეუბნებათ, თუ როგორ მოქმედებს მაღალი, ან დაბალი ნიშნული ბოლიდის მონაცემებზე.
    ----მას შემდეგ რაც განსაზღვრავთ ბოლიდის ოპტიმალურ კონფიგურაციას, თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ საკვალიფიკაციო წრეები. შეარჩიეთ საბურავის სასურველი ტიპი კვალიფიკაციისთვის. ამავე ტიპის საბურავის გამოყენება მოგიწევთ რბოლის დროსაც (წვიმის დროს წვიმის საბურავების გამოყენებაც შეგიძლიათ). საბურავების შერჩევის დროს ნახეთ ავტოდრომის მოთხოვნა საბურავების ცვეთაზე, რადგან ამის გათვალისწინება მოგიწევთ საწვავის ჩასხმის დროს.
    ----ბოლიდის მონაცემების დაყენების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ გაიაროთ პირველი კვალიფიკაცია. კვალიფიკაციის გავლის დროს ჩნდება კიდევ ერთი საკითხი. თქვენ უნდა აირჩიოთ რამდენად გარისკოს პილოტა საკვალიფიკაციო წრის გავლის დროს. რაც მეტ რისკს მიუთითებთ მით მეტია შანსი პილოტმა სწრაფად გაიაროს წრე, თუმცა ამ დროს იზრდება იმის ალბათობაც, რომ პილოტმა შეცდომა დაუშვას. პირველი კვალიფიკაციის გავლის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რომელ ადგილზე ხართ ჯგუფში. ეს თქვენ საშუალებას მოგცემთ განსაზღვროთ პიტსტოპების სტრატეგია. მაგალითად თუ თქვენ სწრაფი ხართ და წინა პოზიციებს იკავებთ, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნაკლები პიტსტოპების სტრატეგია და სტარტზე ბევრი საწვავი ჩაასხათ, ან პირიქით.
    ----შემდეგ თქვენ აუცილებლად უნდა გაიაროთ მეორე კვალიფიკაცია. აქაც გიწევთ რისკების მითითება, თუმცა აქ დამატებით თქვენ უნდა მიუთითოთ საწვავის რაოდენობა, რომელიც გექნებათ სტარტზე ჩასხმული. მეორე კვალიფიკაციის გავლის შემდეგ აქ მითითებულ საწვავის რაოდენობას ვეღარ შეცვლით.
    ----მეორე კვალიფიკაციის გავლის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ ნახოთ რომელ ადგილზე ხართ სასტარტო ხაზზე და იფიქროთ რბოლის სტრატეგიაზე, თუმცა მანამდე რამოდენიმე სიტყვით შევეხოთ წვიმის დროს არსებულ მდგომარეობას.


    წვიმა

    ----წვიმა რათქმაუნდა შეიძლება წამოვიდეს როგორც პირველ ან მეორე კვალიფიკაციაზე, ასევე რბოლის დროს. დავუშვათ წვიმა დაიწყო და მთელი ტრასა დასველდა. რა უნდა ვქნათ? დასაწყისისთვის უნდა დავფიქრდეთ, რომ წვიმის საბურავები დავაყენოთ! ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბოლიდის კონფიგურაცია წვიმის დროს სხვანაირია საჭირო, ხოლო მშრალი ამინდის დროს სხვანაირი. არ დაგავიწყდეთ, რომ კვალიფიკაციაზე თუ წვიმს, მაშინ წვიმის საბურავები უნდა დააყენოთ, წინააღმდეგ შემთვევაში თქვენ ძალიან ნელი იქნებით. ეს შეცდომა ბევრ გამოცდილ მოთამაშესაც მოსდის, რადგან წვიმის დროს წვიმის საბურავები თავისით არ ყენდება და ის თქვენ უნდა აირჩიოთ.
    ----კიდევ ერთი მომენტი. როდესაც მეორე კვალიფიკაციის დროს წვიმს, ეს იმას ნიშნავს, რომ სტარტზეც წვიმა იქნება. თუმცა აუცილებლად უნდა ნახოთ ამინდის პროგნოზი იმისათვის, თუ რომელი ტიპის საბურავით აიღოთ სტარტი. თუ ამინდის პროგნოზი გიჩვენებთ, რომ წვიმის ალბათობა პირველი 30 წუთის განმავლობაში დიდი არ არის, მაშინ დიდი შანსია წვიმამ რამდენიმე წრეში გადაიღოს. ამ დროს თქვენ უნდა გადაწყვიტოთ, დაიწყებთ რბოლას წვიმის საბურავებით და რამდენიმე წრეში შეხვალთ პიტსტოპში მშრალი ტიპის საბურავების დასაყენებლად, თუ დააყენოთ სტარტზევე მშრალი საბურავები, იაროთ შედარებით ნელა რამოდენიმე წრის განმავლობაში, მაგრამ არ შეხვიდეთ პიტსტოპზე.


    სარბოლო სტრატეგია

    ----თქვენ უკვე გაიარეთ ორივე საკვალიფიკაციო წრე, ახლა დროა სარბოლო სტრატეგია დააყენოთ, რადგან რბოლის მსვლელობის დროს თქვენ ვერაფერს ვერ შეცვლით.
    ----რბოლის წინ თქვენ ისევ უნდა დააყენოთ ბოლიდის კონფიგურაცია, შეგიძლიათ ის პირველი, ან მეორე კვალიფიკაციიდან გადმოიტანოთ (გახსოვდეთ, რომ წვიმის კონფიგურაცია განსხვავდება მშრალისგან).
    GPRO-ში ბოლიდი არ შეიძლება რბოლას გამოეთიშოს იმის გამო, რომ საწვავი არ ეყო (თუ საწვავი საკმარისი არ არის რბოლის დასასრულებლად, პიტსტოპზე ჩაასხავს იმდენს, რამდენიც ბოლო პიტსტოპზე შესვლის დროს გქონდათ მითითებული). პიტსტოპზე შედიხართ მაშინ, როდესაც საწვავი კიდევ ერთ წრეს ეყოფა, ან როდესაც საბურავები ძალიან არის გაცვეთილი. თქვენ არ უთითებთ რომელ წრეზე შევიდეს პილოტი პიტსტოპზე, თქვენ უთითებთ საწვავის რაოდენობას იმის მიხედვით თუ თქვენი გამოანგარიშებით რამდენ წრეზე ეყოფა.
    თუ მაგალითად პიტსტოპზე შეხვალთ 15 ლიტრით, ხოლო მითითებული გაქვთ 60 ლიტრი, მაშინ 45 ლიტრს დაუმატებენ.
    ----რაც შეეხება საბურავებს. წვიმის ან მშრალი საბურავების არჩევის დროს უნდა გაითვალისწინოთ, რომ რეალურისგან განსხვავებით, როცა წვიმა იწყება, ტრასა იმ წუთშივე მთლიანად სველდება, ან პირიქით და საჭიროა საბურავების ტიპის შეცვლა. ამიტომ როდესაც უთითებთ ამინდის შეცვლის შემთხვევაში რამდენ წრეზე ჯობია შევიდეს პიტსტოპზე, რეკომენდირებულია 0 მიუთითოთ.
    აქ კიდევ გიწევთ რისკების მითითება რამოდენიმე პუნქტზე. რეკომენდაციის მიხედვით Rookie-ში 40 არის მაქსიმუმი რისკების რისი მითითებაც ღირს (ყველაზე მაღალი ერთეული რაც შეგიძლიათ მიუთითოთ არის 100), რადგან რაც მეტია რისკი, მით მეტია დეტალების ცვეთა. ასევე თქვენ უნდა მიუთითოთ რისკი სტარტზე (იგივე პრინციპით როგორც კვალიფიკაციაზე უთითებდით). უნდა მიუთითოთ შევიდეს თუ არა პილოტი ტექნიკური პრობლემის დროს პიტსტოპში მის აღმოსაფხვრელად.
    ----ორივე საკვალიფიკაციო წრე დასრულებული უნდა იყოს რბოლის დაწყებამდე 90 წუთით ადრე, რადგან მერე ცვლილებების შეტანა აღარ შეიძლება.


    რბოლის დღე

    ----რბოლის დროს თქვენ მხოლოდ მისი ყურება შეგიძლიათ. ამ დროს ვეღარანაირ ცვლილებას ვეღარ შეიტანთ, ამიტომ დიდი მნიშვნელობა არ აქვს რბოლას პირდაპირ ეთერში უყურებთ, თუ გამეორებას ნახავთ. რბოლის დროს სიტუაცია ყოველ წრეზე განახლდება (ყოველ 2 წუთში). აქედან გამომდინარე რბოლა რომელიც 40 წრისგან შედგება, მისი ჩვენების ხანგრძლივობა დაახლოებით 80 წუთია. რბოლის დამთავრებიდან დაახლოებით ნახევარ საათში არსებული სიტუაცია განახლდება და თქვენ შეგეძლებათ მისი ნახვა.


    სპონსორები

    ----სეზონის დასაწყისში თქვენ გენიშნებათ 1 სპონსორი (ეს ხდება მხოლოდ Rookie ჯგუფში), რომელიც ყოველ რბოლაზე 1 მილიონს გაძლევთ. მისი კონტრაქტის ვადა არის 10 რბოლა. სხვა სპონსორების მოზიდვა თქვენზეა დამოკიდებული.
    ----იმისათვის, რომ სხვა სპონსორი მალე აიყვანოთ, ჯობია მოლაპარაკებები ერთ სპონსორთან აწარმოოთ და არა ერთდროულად რამოდენიმესთან. სპონსორი მოლაპარაკებების დროს დაგისვამთ კითხვებს, რომლებსაც შემდეგ რბოლამდე უნდა უპასუხოთ, რათა არ დაყოვნდეს წინსვლა. ასევე ჯობია ისეთ სპონსორთან აწარმოვოთ მოლაპარაკებები, რომელსაც სხვა შეთავაზება არ აქვს.

      Current date/time is Thu Nov 21, 2024 1:22 pm