GPRO Georgia

Formula 1 online manager


    პილოტი (აყვანა , ტრეინინგები, ხარისხი)

    Share

    Viking

    Posts : 3
    Join date : 02.09.11

    პილოტი (აყვანა , ტრეინინგები, ხარისხი)

    Post by Viking on Fri Sep 02, 2011 2:56 pm

    იმისთვის, რომ გქვონდეს საშუალება შევაფასოთ პილოტი, ჩვენ ძალიან კარგად უნდა ვიცოდეთ მისი ყველა მახასიათებლების მნიშვნელობები, შესაბამისად დავიწყოთ მათ განხილვით:

    პილოტის მაჩვენებლები


    Overall
    ეს არის კომპლექსური მაჩვენებელი, რომელიც გვიჩვენებს პილოტის საშუალო მაჩვენებელს.

    Concentration
    მოქმედებს: სიჩქარეზე და შეცდომების დაშვების ალბათობაზე.
    ახალბედებისთვის სასურველი მაჩვენებელი: 150-ზე მეტი (სასურველია 200-ზე მეტი)
    ზრდის ან კლების მიზეზი: მხოლოდ ტრეინინგი

    Talent
    მოქმედებს: სიჩქარეზე წვიმიან ამინდში და მაღალი რისკების დროს გასწრებაზე.
    ახალბედებისთვის სასურველი მაჩვენებელი: 100-ზე მეტი (თუმცა იქიდან გამომდინარე რომ ცოტა წვიმიანი ამინდებია, შეიძლება ითქვას უმნიშვნელოა)
    ზრდის ან კლების მიზეზი: მუდმივია, მისი ზრდა და კლება შეუძლებელია.

    Aggressiveness
    მოქმედებს: სიჩქარეზე და ნაწილების ცვეთაზე. შესაბამისად სიჩქარე მეტია, მაგრამ ნაწილები უფრო მალე ცვთება
    ახალბედებისთვის სასურველი მაჩვენებელი: 0-50 (რაც ნაკლები მით უკეთესი)
    ზრდის ან კლების მიზეზი: ვარჯიში, რბოლის შედეგი. თუ კარგი შედეგი ვაჩვენეთ რბოლაში დაიკლებს 1-2 მაჩვენებლით , შესაბამისად ცუდი შედეგის საფუძველზე აიწევს 1-2 მაჩვენებლით.

    Experience
    მოქმედებს: მოქმედებს სიჩქარეზე და შეცდომებზე (რაც მეტია მით სწრაფია და ნაკლები შეცდომაც მოუვა). პრაქტიკისას უკეთესი სეტაპის საშუალებას გვაძლევს
    ახალბედებისთვის სასურველი მაჩვენებელი 20-ზე მეტი
    ზრდის ან კლების მიზეზი ყოველი რბოლის მერე იმატებს 1 ან 2 მაჩვენებლით.

    Technical Insight (TI)
    მოქმედებს: საწვავის წვაზე (რაც დიდია მაჩვენებელი მით უფრო ეკონომიურად ვწვავთ) და ასევე პრაქტიკისას უკეთესი სეტაპის საშუალებას გვაძლევს.
    ახალბედებისთვის სასურველი მაჩვენებელი 20-ზე მეტი.
    ზრდის ან კლების მიზეზი ტრეინინგი და ასევე რბოლის მერე იმატებს 1-2 მაჩვენებელს

    Stamina
    მოქმედებს: კვალიფიკაციის სიჩქარე
    ახალბედებისთვის სასურველი მაჩვენებელი 30-ზე მეტი
    ზრდის ან კლების მიზეზი ტრეინინგები

    Charisma
    მოქმედებს: სპონსორებთან მოლაპარაკებებს აადვილებს
    ახალბედებისთვის სასურველი მაჩვენებელი 0 და მეტი.
    ზრდის ან კლების მიზეზი ტრეინინგი, 4-5 რბოლაში 1 მაჩვენებლით იზრდება.

    Motivation
    მოქმედებს: სიჩქარეზე
    ახალბედებისთვის სასურველი მაჩვენებელი 100-ის ფარგლებში
    ზრდის ან კლების მიზეზი ვარჯიში, რბოლის შედეგები, კონტრაქტის გაგრძელებისას 50-ით იმატებს მაჩვენებელი.

    Reputation
    მოქმედებს: პილოტის ხელფასზე
    ახალბედებისთვის სასურველი მაჩვენებელი 0 და მეტი
    ზრდის ან კლების მიზეზი რბოლის შედეგები

    Weight
    მოქმედებს: სიჩქარეზე რბოლაზე, კვალიფიკაციაში
    ახალბედებისთვის სასურველი მაჩვენებელი რაც ნაკლები მით უკეთესი
    ზრდის ან კლების მიზეზი ვარჯიში

    Age
    მოქმედებს: არაფერზე
    ახალბედებისთვის სასურველი მაჩვენებელი 30-ზე ნაკლები
    ზრდის ან კლების მიზეზი - 1 სეზონი 1 წელი

      Current date/time is Fri Aug 18, 2017 1:49 pm